ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2017 წლის 7 აპრილი ქ. ზუგდიდი |
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფარით უზრუნველყოფის წესი (დანართი №1);
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმა (დანართი №2).
|
2. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და თავშესაფრით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული.
3. ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქმნის „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.
ა) რეგისტრირებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე;
გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;
დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;
ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის ინტენსიური გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.
2. უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა, ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია). უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ასევე, ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი.
3. უსახლკაროდ რეგისტრაცია უქმდება, თუ პირი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტას.
4. უსახლკაროდ რეგისტრაცია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებულის თავშესაფრით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და უსახლკარო პირთა თავშესაფრის არსებული რესურსის შესაბამისად.
5. თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა: მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ პირთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობენ თავშესაფრით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ:
ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არსრულწლოვან პირებს და მათი ოჯახის წევრებს;
ბ) ვეტერანს, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში;
გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირს;
დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს და მის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს;
ე) მრავალშვილიან ოჯახს.
6. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გათვალისწინებული საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს არანაკლებ ექვს და არაუმეტეს ათ კვადრატულ მეტრს.
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას:
ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
3. პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
4. უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში – კომისია გასცემს რეკომენდაციას:
ა) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ – ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების შესაბამისად;
ბ) რეგისტრირებულ პირთა მომლოდინეთა სიაში ჩასმის შესახებ – იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირდება უსახლკაროდ, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ვერ ხდება მისი დაკმაყოფილება თავშესაფრით.
5. კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფა.
6. კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირს უწყდება თავშესაფრით სარგებლობის უფლება ან/და კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურის გადაწყვეტილებით, უწყდება უსახლკაროდ რეგისტრაცია, თუ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
7. კომისია საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირი ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს.
8. თავშესაფრით სარგებლობის პირობები და წესი დგინდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფრით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.
9. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას.