სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს” პრეს-რელიზი შპს "გაზტრანს სერვისს" (ყოფილ შპს “ბორჩალო +”)ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

შპს „გაზტრანს სერვისისათვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ


შპს „გაზტრანს სერვისს“ (ყოფილ შპს „ბორჩალო +“) ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

პრესრელიზი

 

შპს „გაზტრანს სერვისს“სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრი ბ უშენ ი ს“წინაშე 2017 წლის 1აპრილის მდგომარეობით დაუგროვდა დიდი ოდენობის დავალიანება. ვალის დაგროვება გამოწვეულია შპს "გაზტრანს სერვისის" მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენთან“ გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების სისტემატური დარღვევით.

დღეის მდგომარეობით შპს „გაზტრანს სერვისის“კუთვნილი დავალიანების ამოღების შ ე უძლებლობა კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს არამარტო სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს“, არამედ განაწილების არეალში მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო გაზმომარაგებას.

მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა და გაფრთხილებისა,შპს „გაზტრანს სერვისს“არ მიუღია არანაირი ზომები დავალიანების დასაფარა ვა დ. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის № 114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” პირობების თანახმად,შპს „გაზტრანს სერვისს“შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 18 აპრილიდან.

მივმართავთ შპს „გაზტრანს სერვისის“ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება. 

 

05.04.2017წ.