სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№611
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023467
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №611    

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში - ფონდი), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით, „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება“ პროექტის ფარგლებში, განახორციელა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურსა და სოფელ ჩორჩანში მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფულადი ვალდებულებების დაფარვის ვადა დასრულდა 2015 წლის 30 აპრილს. კონტრაქტორისათვის გადასახდელი თანხა შეადგენს 4 979.91 ლარს (ოთხი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი). 

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფონდმა უზრუნველყოს 4 979.91 ლარის (ოთხი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) გადახდა კონტრაქტორისათვის, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი