შპს „ხობის კომუნალური სერვისის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1110

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 4 აპრილი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

1. გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ.

2. მოვალე – შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის“ დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის წარმომადგენელი ამირან დადვანი;

3. კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე.

სასამართლომ – იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და დაადგინა :

1. შპს ,,ხობის კომუნალური სერვისის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 18 აპრილს 13:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება;

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.geocourts.ge.

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში,ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე

კრების მდივანი ნოდარი გიორგიძე