გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2017 წლის 18 აპრილი ქ. გორი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2017; 190040000.35.148.016354) „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2) დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.“. გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80 ) და ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარება.“. ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) და ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:“ ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლეიკემიით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 18.04.2017. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.148.016369.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 იანვრის №1 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №14, 18.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3643846/