„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016247
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2015 წლის 17 აპრილი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის № 64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2014; 190040000.35.149.016231) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა)       დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან ან/და აფთიაქიდან;“;

ბ)    დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.       ცერებრალური დამბლით ან აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით;“;

გ)      დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ე)       ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან;“;

დ)     დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.       ამ მუხლით, 500 ლარის ოდენობით დახმარება გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს აკრედიტირებულ, ავტორიზებულ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), გადის აკრედიტირებულ პროგრამას და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:“;

ე)       დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე–3  პუნქტის, „ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)       ცნობა აკრედიტებული, ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), მასზე სახელმწიფო დაფინანსების არ არსებობის, სწავლის საფასურის  ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;“

ვ)        დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.       დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფისათვის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ითვლებიან დახმარების მიმღებად, გარდა ამ წესის 1-ლი,   11 , მე-2, მე-6,  და  მე-7   მუხლებით გათვალისწინებული დაფინანსებისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.04.2015.
როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.04.2015. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.149.016247.
რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №15, 17.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2816123/