„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016239
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

   კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2015 წლის 2 მარტი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/12/2014; 190040000.35.149.016231) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 11 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.     კეთილთვისებიან სიმსივნეთა სტაციონარული (მათ შორის, დღის სტაციონარი) მკურნალობის  თანადაფინანსება.

1.  თანადაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1000 ლარისა.

2.  ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3.   იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან უარი დაფინანსების თაობაზე, მისი დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 70%-ით, არა უმეტეს 1000 ლარისა, ამ შემთხვევისთვის ავადმყოფმა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გარდა მითითებული ცნობისა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ, გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.“

ბ)      დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის, 1-ლი პუნქტი,  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის  ონკოლოგიური), რომელიც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამოწურული აქვს ლიმიტი“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  ცნობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, რომელიც ადასტურებს  საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას და ლიმიტის ამოწურვას“;

დ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ზიანის დადგომიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქალაქ კასპის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2015.
როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.03.2015. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.149.016239.
რამდენი მუხლისგან შედგება „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7, 02.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016239 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2755594/