„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2016 წლის 18 მარტი ქ. კასპი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ,,C“ ჰეპატიტით დაავადებული ბენეფიციარების დახმარება
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი:
ვ) შეზღუდული შესაძლებლობების დამდასტურებული მოწმობის ასლი;“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დახმარებით.“
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) არის დედ-მამით ობოლი;
ბ) არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახიდან;
გ) სტუდენტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ცნობა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი) პროგრამის აკრედიტაციის, მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ; “;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტიდან, გარდა ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დახმარებისა. “.
|