„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.149.016294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №22

2016 წლის 21 ოქტომბერი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2015; 190040000.35.149.016269) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები

1. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მოთხოვნილი თანხის 50% თანადაფინსებით. 

2. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე".

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ცერებრალური დამბლით, რევმატოიდული ართრიტით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა დახმარება

1. ცერებრალური დამბლით, რევმატოიდული ართრიტით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირებზე სოციალური  დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით;

1. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანუჩარ მერებაშვილი