„ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.146.016059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2014 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/02/2014, 190020020.35.146.016055) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული იძულებით გადადგილებული ოჯახების დახმარება

1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის ოდენობის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ხანძარი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. ტერიტორიული მთლიანობისათვის ან ავღანეთის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ტერიტორიული მთლიანობისათვის ან ავღანეთის ომში დაღუპულთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, თითოეულ დაღუპულზე“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან  ოჯახის შემადგენლობის და ტერიტორიული მთლიანობისათვის ან ავღანეთის ომში დაღუპულთა შესახებ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.04.2014.
როდის იქნა მიღებული „ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.04.2014. მიმღები ორგანო — ქურთას მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.146.016059.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქურთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6, 07.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.146.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2312382/