„ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2015 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (გარდაცვლილი პირის I ან II რიგის მემკვიდრე) განცხადება გამგებლის სახელზე“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) გარდაცვლილი პირის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული პირის I ან II რიგის მემკვიდრის განცხადება გამგებლის სახელზე“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირი დაიღუპა ტერიტორიული მთლიანობისათვის“;
ე) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. იმ პირთა ოჯახების დახმარება, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და არ ვრცელდება „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იმ პირთა ოჯახები, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და არ ვრცელდება „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, თითოეულ დაღუპულზე.
2. ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) დაღუპული პირის I ან II რიგის მემკვიდრის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9, მე-11 და მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს.
ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამსახურების (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიები, საექიმო-საკონსულტაციო კომისიები, სპეციალიზებული საექსპერტო სამსახურები) დასკვნის ასლი;
თ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
„მუხლი 161
1. ამ წესის 101 მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნით წარმოდგენილი სიების მიხედვით.
2. გადაწყვეტილება ამ წესის 101 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შესახებ მიიღება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებული სიის ფარგლებში“.
|