ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2017 წლის 20 აპრილი ქ. ზუგდიდი |
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი (დანართი №1);
ბ) გარე ვაჭრობისათვის პირობებისა და ადგილების განსაზღვრის წესი (დანართი №2).
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური,მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება;
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნებიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
ა) ქალაქ ზუგდიდის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით ან სეზონურად, მათ შორის კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.
2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
3. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, ბოსტნეული, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი, პური) გარე ვაჭრობა.
4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული მხოლოდ მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და რეალიზაციის პროცესში);
ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).
5. ნებადართული და აკრძალული პროდუქციის სახეობები ქუჩების მიხედვით მოცემულია წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის სახით.
6. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ა) განმცხადებლის მიერ გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი შესაბამისი ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემა ხორციელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ პროექტის შეთანხმების შემდგომ, პირდაპირი განკარგვის წესით, საკრებულოსთან შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას;
ბ) სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით.
2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს საიჯარო ხელშეკრულებისა და წინამდებარე წესის მოთხოვნებს, ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად, რა დროსაც მეიჯარე იტოვებს უფლებამოსილებას, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
გარე ვაჭრობისათვის პირობებისა და ადგილების განსაზღვრის წესი
ა) ზვიად გამსახურდიას გამზირი სრულად;
ბ) ცენტრალური ბულვარის ტერიტორია;
გ) მუზეუმის ცენტრალური შესასვლელი;
დ) ნარმანიას ქუჩა;
ე) შოთა რუსთაველის ქუჩა;
ვ) კედიას ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე, ყველა ჩიხის ჩათვლით;
ზ) თეატრის ქუჩა;
თ) მეუნარგიას ქუჩა;
ი) ცოტნე დადიანის ქუჩა;
კ) სოხუმის ქუჩა მდინარე „ჩხოუშის“ ხიდამდე;
ლ) ლაღიძის ქუჩა;
მ) მერაბ კოსტავას ქუჩა ნიკოლაძის ქუჩის კვეთამდე;
ნ) გამარჯვების ქუჩა;
ო) მარცხენა სანაპიროს ქუჩა;
პ) ვახტანგ VI -ს ქუჩა.
2. ამავე ზონაში დასაშვებია ღია კაფეების მოწყობა, განცხადებისა და ესკიზური ნახაზის წარმოდგენის შემდეგ, სეზონურად, გარკვეული ვადით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) დროებითი კაფეს მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ შენობაში განთავსებული კვების ობიექტის მომიჯნავედ მდებარე გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც პროდუქტის რეალიზაცია და ანგარიშსწორება უნდა ხორციელდებოდეს შენობა-ნაგებობის შიდა სივრცეში. წარმოდგენილი ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს ქალაქის იერ-სახეს;
ბ) განსათავსებელი კონსტრუქციები, მაგიდები, სკამები თუ პლატფორმა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებას, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
გ) საჩრდილობელი ქოლგების გაბარიტები არ უნდა აღემატებოდეს გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებს.
3. აიკრძალოს ამავე ზონაში არსებულ სავაჭრო, სასურსათო, საბითუმო, სამშენებლო თუ სხვა ტიპის ობიექტებში ნივთების რეალიზება ობიექტის პერიმეტრს გარეთ. ასევე იკრძალება ნებისმიერ ზონაში მალფუჭებადი სურსათის რეალიზება სპეციალურად დაცულ აპარატებსა თუ მაცივრებში განთავსების გარეშე (იგულისხმება რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი და ა.შ.).
4. დაშვებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის გარე ვაჭრობა ყველა დანარჩენ ქუჩაზე განთავსებულ ობიექტებთან, ნებისმიერი პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს სპეციალურად შერჩეულ და შეთანხმებულ კონსტრუქციაზე, გარე ვაჭრობისთვის აკრძალული ქუჩების კვეთამდე არაუახლოეს 10 (ათი) მეტრისა.
5. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებში დაშვებული პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს და არ შეუქმნას დაბრკოლება ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებას და ველობილიკზე ველოსიპედით მოსარგებლეთა გადაადგილებას. განსათავსებელი კონსტრუქცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას.
6. სწრაფი ჩარიცხვისა და სხვა ტიპის აპარატების განთავსება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აპარატის უკანა კედელი ემიჯნებოდეს ტროტუარზე განთავსებული შენობის ფასადს, იერ-სახის დამახინჯებისგან თავის ასარიდებლად და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია ამ აპარტების კვების წყარო, ე.წ. ელექტროსადენი იყოს ხილვადი და ხელმისაწვდომი, ის ისე უნდა მიერთდეს აპარატს, რომ არ იყოს თვალსაჩინო.
7. აღნიშნული აკრძალვები არ ვრცელდება სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.