სააქციო საზოგადოება „გორგოტას“ განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

განცხადება

სს „გორგოტას“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „გორგოტას“ სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ 2017 წლის 28 მაისს, დღის 14 საათზე,  მისამართზე: ქ.ხაშური, ბორჯომის ქ. 2ა, გაიმართება სს „გორგოტას“ აქციონერთა №29 საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2016 სამეურნეო წლის შედეგების განხილვა-დამტკიცება.

1.1. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება.

1.2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.

1.3. 01.01.2017 წლის მდგომარეობით, წარმოების განკარგულებაში დარჩენილი სარეზერვო ფონდის ნაშთის გამოყენების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წინადადების დამტკიცება.

2. დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა 2017 წლისათვის.

3. სააქციო საზოგადოების ძირითადი საშუალებების განკარგვის საკითხის განხილვა.

4. ცვლილებების შეტანა სააქციო საზოგადოების წესდებაში „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ბოლო რედაქციის შესაბამისად.

5. სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წევრის არჩევა საკუთარი განცხადებით გადამდგარი რ. გელაშვილის ნაცვლად.

კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 28  აპრილი.

აქციონერებს კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლების გარკვევა შეუძლიათ სს „კავკასრეესტრში“ ან სააქციო საზოგადოების დირექციაში, პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში კრებამდე 10 დღის განმავლობაში.

 

გენ. დირექტორი:                                                                                  ნ. ლომიძე