საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №201 |
|
2017 წლის 21 აპრილი ქ. თბილისი |
|
ზოგადი დებულებები
საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლებებს, მოვალეობებსა და აღნიშნულ პირობებში საქმიანობის პროცედურულ საკითხებს.
ამ წესის მიზანია, დაცულ იქნეს ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში დასაქმებულ მოხელეთა უფლებები და განისაზღვროს საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის პროცედურები.
ეს წესი ეფუძნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პრინციპებს.
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნახევარ განაკვეთზე მუშაობა – სამუშაო, რომლის ხანგრძლივობა ნაკლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე, მაგრამ არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები;
ბ) ღამის საათებში მუშაობა – სამუშაო, რომელშიც მოხელე დასაქმებულია 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატება 7 საათს;
გ) დასვენებისა და უქმე დღეები – საქართველოს ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული დასვენების დრო და უქმე დღეები;
დ) ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი სამუშაო პირობები – სამუშაო პირობები, გარემო ან/და სამუშაოს სპეციფიკა, რომელიც საფრთხის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული.
ნახევარ განაკვეთზე მუშაობა
1. ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება შეიძლება მიეცეს მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.
2. ნახევარ განაკვეთზე გადაყვანილი მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.
1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში, მოხელე დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის მოთხოვნით.
2. მოხელის წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის მოთხოვნის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგალითად: საავადმყოფო ფურცელი და სხვა).
3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან/და საამისოდ უფლებამოსილი პირი განიხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას მოხელის ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის ან/და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით;
ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე;
გ) მოხელე ქალის შემთხვევაში – მშობიარობამდე;
დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე.
1. ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.
2. ნახევარ განაკვეთზე მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ აისახება ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ღამის საათებში მუშაობა
1. საჯარო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დაწესდეს ღამის საათებში მუშაობა.
2. მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე.
3. ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს.
4. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს ეძლევა ერთსაათიანი შესვენება, რომელიც ითვლება სამუშაო დროში.
5. მოხელე, რომელიც მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღე დასვენების ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს.
6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ღამის საათებში მუშაობის დაწესების შესახებ უნდა იქნეს განსაზღვრული ღამის საათებში მუშაობის განრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ვადებს.
1. ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე.
2. ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
1. საჯარო დაწესებულებაში ღამის საათებში მუშაობის განრიგს შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.
2. ღამის საათებში სამუშაოდ გადაყვანილი მოხელეების შესახებ ინფორმაციას ადამიანური რესურსების მართვის ერთეული ასახავს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
3. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.
1. მოხელეს ღამის საათებში მუშაობისათვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი.
2. მოხელის ღამის საათებში მუშაობისათვის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა
დასვენებისა და უქმე დღეებში საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი განისაზღვრება საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით.
დასვენებისა და უქმე დღეებში მოხელისთვის მუშაობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალება.
1. მოხელეს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი.
2. მოხელის დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მუშაობა
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა.
2. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა წარმოადგენს უკიდურეს ზომას და აუცილებლობის არსებობის გარეშე დაუშვებელია.
1. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
3. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში გადაყვანილ მოხელეს უნდა მიეცეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და ფაქტორების შესახებ.
4. დაუშვებელია მოხელის გადაყვანა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური მოსამზადებელი კურსის გატარების გარეშე.
5. საჯარო დაწესებულების მიერ შესაძლებელია, განისაზღვროს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.