საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №142
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016970
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი თაბუაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.10.2007
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №27 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის №180 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა წახალისების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება
№142
2017 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის წესი“(დანართი №1);
ბ) „სტაჟიორის დღიურის ფორმა“ (დანართი №2);
გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი №3);
დ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა“ (დანართი №4).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის №410 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი