პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.04.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №203
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019912
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 391 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.04.2017 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 01.04.2019 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 86% 01.08.2015 ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 24.09.2014 საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი 86% 27.10.2015 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 04.01.2024

დოკუმენტის ტექსტი

პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №203 2017 წლის 21 აპრილი    ქ. თბილისი პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი მუხლი 1🔗.  გამოყენების სფერო პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა და გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) წახალისების საფუძვლებს, წახალისების ფორმებს, მოხელეთა წახალისებაზე წარდგენისა და წახალისების წესს. მუხლი 2🔗. მოხელის წახალისება და წახალისების ფორმები 1. მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წესდება მოხელის წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა. 2. პირს, რომლის მიმართაც წახალისების ფორმად გამოყენებულ იქნა მადლობის გამოცხადება, გადაეცემა მადლობის სიგელი, რომლის ფორმაც მტკიცდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. მოხელის ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ფასიანი საჩუქარი გაიცემა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში. 5. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოხელის წახალისების რამდენიმე ფორმა. მუხლი 3🔗. მოხელის წახალისების წესი 1. მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად მოხელის წახალისება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) მადლობის გამოცხადება ან/და ფასიანი საჩუქარი, როგორც წახალისების ფორმა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის  მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების შედეგების შესაბამისად; ბ) ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს მოლოდ იმ მოხელეს, რომელმაც მოხელის შეფასების შედეგად მიიღო „საუკეთესო“ ან „კარგი“ შეფასება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში. 2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დაწესდეს მოხელის არამატერიალური წახალისების განსხვავებული ფორმები. მუხლი 4🔗. გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის წახალისების წესი გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე შეიძლება წახალისდეს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესით. მუხლი 5🔗. მოხელის წახალისებაზე წარდგენა და წახალისება  1. მოხელის წახალისება ხდება უშუალო ხელმძღვანელის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით. 2. წარდგინებას უნდა ერთოდეს მოხელის შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაცია და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე  ფორმა. 3.  წახალისების შესახებ  წარდგინება გადაეგზავნება ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, რომელიც მასალებს ამზადებს 2 კვირის ვადაში. 4. წახალისების უფლება აქვს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს. 5. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოხელის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. 6. მოხელის მიმართ წახალისების ფორმების გამოყენების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.