კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2017 წლის 21 აპრილი ქ. კასპი |
|
2. გეგმის მიზანია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად, უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გააადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას.
2. სხვა – ტყის ფართობი: 26317 ჰა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობი: – 17379 ჰექტარი; კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შემდეგი რისკები: მეწყერი, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა.
3. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი რისკის შემცველი ფაქტორები: ინდუსტრიული საწარმოები, ნავთობსადენის მაგისტრალი, ავტომაგისტრალი, რკინიგზა. ბენზინგასამართი სადგურები, ავტოგასამართი სადგური.
2. წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორიაგირე რაზმები ვალდებულნი არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე) და ერთიანი საგანგებო ზარი, საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა რამდენიმე სხვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა), დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი.
2. შტაბის სამუშაო ორგანოს, ყოველდღიურ სამუშაოებს და მის იმპლემენტაციას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. დამატებით შეკრების აუცილებლობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან საკრებულოს თავმჯდომარე.
4. შტაბის შეკრების მიზანია:
ა) კასპის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები;
ბ) შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით;
გ) უზრუნველყოს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება;
დ) საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა.
5. შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე, შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით.
6. შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან.
7. საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ესე იგი მანამ, სანამ რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით.
8. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიულ მორიგესთან.
საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება 10 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით. თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით.
საგანგებო დახმარების ფუნქციები
|