პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
გამომცემი ორგანო სადღეღამისო ნორმები
ნომერი №211
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019920
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,240 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2017 მიღება
01.07.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
4 პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები
5 საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე
7 პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, საბიუჯეტო ოფისის უფროსი, მანდატურთუხუცესი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
ქვეყნის დასახელება უცხოური ვალუტის დასახელება
ავსტრალიის თანამეგობრობა ავსტრალიური დოლარი
ავსტრია ევრო
ავღანეთი აშშ დოლარი
აზერბაიჯანი აშშ დოლარი
ალბანეთი აშშ დოლარი
ალჟირი აშშ დოლარი
ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დოლარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრ"

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 15.01.2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 26.01.2018 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 05.04.2018 სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 16.12.2024 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87%

დოკუმენტის ტექსტი

პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №211 2017 წლის 25 აპრილი    ქ. თბილისი პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თანდართული წესი. მუხლი 2🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოთვლილ პირებზე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ   მუხლი 1🔗. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის მიზანი პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) მივლინებით გაგზავნის წესს, სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებას, კომპენსაციის ოდენობასა და მივლინებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗.  მოხელის მივლინებით გაგზავნის წესი და საფუძვლები  1. მოხელე შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მისი ფარგლების გარეთ. 2. მოხელის მივლინებით გაგზავნის საფუძვლებია: ა) ოფიციალური მოწვევა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით; ბ) სამსახურებრივი საჭიროება; გ) საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საჯარო დაწესებულების ადგილმდებარეობის ფარგლებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა. 3. მოხელის მივლინების თაობაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს,  გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების  თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ. 5. მოხელის მივლინების თაობაზე ხელმძღვანელი/მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. 6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინების ანგარიშის ფორმა და განისაზღვროს მისი შევსების ინსტრუქცია. მუხლი 3🔗. მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი 1. სამსახურებრივ მივლინებად მიიჩნევა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით მოხელის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ. 2. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი. 3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოხელის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით. 4. საქართველოს მთავრობის წევრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა. 5. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებები აკრედიტებული არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათი აკრედიტაციის ქვეყნებში ამ დაწესებულების მოხელეთა მივლინება ჩაითვლება მივლინებად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს. 6. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომითი  გასამრჯელო. 7. მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა. 8. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო,  მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის  მიღებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები. 9. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. 10. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება დღეში 15 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის გარეთ – ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. 11. მოხელეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯები უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, სვეტი №3-ით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მოსამსახურესათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით. 12 . საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 13. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად. 14. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისების მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულების ანაზღაურება დაუშვებელია, თუ ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს) 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას). 15. მოხელემ, რომელიც მიემგზავრება მივლინებაში, სამგზავრო თანხების მისაღებად საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. 16. ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოხელეს ეძლევა თანხა არა უმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. 17. საქართველოს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ეძლევათ დღეში 50 ლარი, ხოლო მივლინებიდან დაბრუნების დღეს უნაზღაურდებათ მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა. 18. სამთავრობო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, NATO/PfP/SOFA-ს  ფარგლებსა და NATO-ს უსაფრთხოების კონფერენციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება შესაძლებელია აუნაზღაურდეთ  ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით. 19. „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%. 20. უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოხელეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოხელეებს  უნაზღაურდებათ ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%. 21. უცხო სახელმწიფოებსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს  სასაზღვრო  პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. 22. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, თანამდებობის პირს მიეცემა მხოლოდ ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული დანამატი, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას გაიცემა მხოლოდ ნორმით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები. 23. მოხელეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა. 24.  ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოხელეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 25. მივლინების დამთავრებიდან : ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-19 პუნქტითა და ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა საჯარო დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები; ბ)  არაუგვიანეს 1 თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები – არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში. 26. ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ  შესაბამისი საბუთების ამ მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც. 27. იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ვერ წარუდგენს საჯარო დაწესებულებას მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს ამ მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე. 28. ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოხელისათვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში. 29. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას  სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად. 30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად. 32. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 33. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები და სხვა სოციალური პირობები განისაზღვრება „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების შესაბამისად. 34. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების №9 დანართის შესაბამისად. 35. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით. 36. საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული კომერციული ატაშეების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესი და ნორმები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. შენიშვნა: 1. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად. 2. შესაბამისი საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა ან საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით. 4. ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-3 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 5. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 6. ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 7. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციების განხორციელების ადგილას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 8.  ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე.      დანართი №1 ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ სადღეღამისო ნორმები ქვეყნის დასახელება უცხოური ვალუტის დასახელება მოკლევადიანი მივლინებისას საზღვარგარეთ საქ. დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა 1 2 3 4 5 ავსტრალიის თანამეგობრობა ავსტრალიური დოლარი 43 30 220 კანბერაში, 200 დანარჩენ ტერიტორიაზე ავსტრია ევრო 49 35 89 ავღანეთი აშშ დოლარი 30 21 75 აზერბაიჯანი აშშ დოლარი 35 25 125 ბაქოში,  60 დანარჩენ ტერიტორიაზე ალბანეთი აშშ დოლარი 48 34 120 ალჟირი აშშ დოლარი 41 29 45 ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დოლარი 60 43 235 ნიუ-იორკში, 180 დანარჩენ ტერიტორიაზე ანგოლა აშშ დოლარი 44 31 70 ანდორა შვეიცარული ფრანკი 66 - 109 ანტიგუა და ბარბუდა აშშ დოლარი 34 - 80 არაბეთის გაერთიანებული საემიროები აშშ დოლარი 33 23 159 არგენტინა აშშ დოლარი 35 25 115 ახალი ზელანდია აშშ დოლარი 40 28 120 ბანგლადეში ევრო 34 24 63 ბარბადოსი აშშ დოლარი 31 - 132 ბახრეინი აშშ დოლარი 31 - 161 ბაჰამის კუნძულები აშშ დოლარი 32 - 165 ბელარუსი აშშ დოლარი 35 25 112 მინსკში, 76 დანარჩენ ტერიტორიაზე ბელგია ევრო 38 27 165 ბელიზი აშშ დოლარი 31 - 85 ბენინი ევრო 36 25 110 ბერმუდის კუნძულები აშშ დოლარი 37 - 112 ბოლივია აშშ დოლარი 30 21 50 ბოსნია და ჰერცოგოვინა აშშ დოლარი 44 31 79 ბოტსვანა აშშ დოლარი 37 26 118 ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა აშშ დოლარი 5 7 40 3 0 0 ბრუნეი აშშ დოლარი 31 - 140 ბულგარეთის რესპუბლიკა ევრო 32 2 2 100 ბურკინა ფასო ევრო 36 25 65 გაბონი ევრო 35 25 95 გაიანა აშშ დოლარი 35 25 159 გამბია ევრო 28 19 72 განა აშშ დოლარი 36 25 64 გერმანია ევრო 57 40 153 გვატემალა აშშ დოლარი 31 22 98 გვინეა აშშ დოლარი 43 30 155 გვინეა ბისაუ აშშ დოლარი 36 25 67 გიბრალტარი აშშ დოლარი 32 - 64 გრენადა აშშ დოლარი 32 - 148 დანია დანიური კრონა 258 181 1070 დიდი ბრიტანეთი ინგლისური გირვანქა სტერლინგი 27 19 135 ლონდონში, 100 დანარჩენ ტერიტორიაზე დომინიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 31 - 40 დომინიკის თანამეგობრობა აშშ დოლარი 55 - 120 ეგვიპტე აშშ დოლარი 32 22 105 ეთიოპია ევრო 43 31 51 ეკვადორი აშშ დოლარი 26 18 155 ეკვატორიალური გვინეა აშშ დოლარი 35 25 82 ერაყი აშშ დოლარი 30 21 70 ესპანეთი ევრო 45 31 134 ესტონეთის რესპუბლიკა ევრო 27 23 110 ტალინში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე ვანუატუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 4 4 - 140 ვენესუელა აშშ დოლარი 39 27 103 ვიეტნამი აშშ დოლარი 29 20 70 ზამბია აშშ დოლარი 32 22 87 ზიმბაბვე აშშ დოლარი 40 28 70 თურქეთის რესპუბლიკა ევრო 3 3 2 3 65 თურქმენეთი აშშ დოლარი 35 25 52 იამაიკა აშშ დოლარი 34 24 125 იაპონია იაპონური იენა 12150 8500 21500 იემენი ევრო 42 29 38 ინდოეთი აშშ დოლარი 30 21 124 ინდონეზია აშშ დოლარი 31 22 52 იორდანია აშშ დოლარი 34 24 102 ირანის ისლამური რესპუბლიკა ევრო 19 1 3 6 0 ირლანდია ევრო 32 23 150 ისლანდია აშშ დოლარი 39 27 185 ისრაელი აშშ დოლარი 49 34 117 იტალია ევრო 45 32 102 სერბია და ჩერნოგორია აშშ დოლარი 44 31 100 ბელგრადში, 49 დანარჩენ ტერიტორიაზე კაბო ვერდე აშშ დოლარი 34 24 50 კაიმანის კუნძულები აშშ დოლარი 43 - 85 კამბოჯა აშშ დოლარი 31 22 65 კანადა აშშ დოლარი 56 39 135 კატარი აშშ დოლარი 41 29 95 კენია აშშ დოლარი 28 20 124 კვიპროსის რესპუბლიკა ევრო 87 60 1 4 5 კირიბატის რესპუბლიკა აშშ დოლარი 35 - 85 კოლუმბია აშშ დოლარი 31 22 59 კომორის კუნძულები აშშ დოლარი 35 25 34 კონგო ევრო 41 29 38 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 44 31 38 კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი 32 22 96 კოსტა-რიკა აშშ დოლარი 29 20 60 კოტ დიუვარი ევრო 42 29 98 კუბა აშშ დოლარი 32 22 70 ლაოსი აშშ დოლარი 33 23 75 ლატვიის რესპუბლიკა ევრო 27 23 110 რიგაში,  60 დანარჩენ  ტერიტორიაზე ლესოტო აშშ დოლარი 32 22 61 ლიბანი აშშ დოლარი 25 18 65 ლიბერია აშშ დოლარი 43 30 39 ლიბია აშშ დოლარი 24 17 54 ლიტვის რესპუბლიკა ევრო 27 23 110 ვილნიუსში,  80 დანარჩენ  ტერიტორიაზე ლიხტენშტეინი შვეიცარული ფრანკი 56 - 65 ლუქსემბურგი ევრო 38 27 102 მადაგასკარი აშშ დოლარი 39 27 70 მავრიკია აშშ დოლარი 30 - 75 მავრიტანია აშშ დოლარი 37 - 35 მაკაო აშშ დოლარი 28 - 53 მაკედონია აშშ დოლარი 44 31 117 მალავი აშშ დოლარი 29 20 44 მალაიზია მალაიზიური რინგიტი 69 48 200 მალდივი აშშ დოლარი 23 16 25 მალი ევრო 34 24 60 მალტა ევრო 45 32 110 მარშალის კუნძულების რესპუბლიკა აშშ დოლარი 5 5 - 270 მაროკო ევრო 36 25 50 მექსიკა აშშ დოლარი 29 20 102 მიანმა ევრო 32 22 45 მიკრონეზიის ფედერაციული სახელმწიფო აშშ დოლარი 45 - 13 5 მოზამბიკი აშშ დოლარი 37 26 45 მოლდოვას რესპუბლიკა ევრო 27 19 105 კიშინიოვში,  30 დანარჩენ  ტერიტორიაზე მონაკო ევრო 38 - 121 მონტენეგრო ევრო 30 - 120 მონღოლეთი აშშ დოლარი 34 24 39 ნამიბია აშშ დოლარი 41 29 43 ნეპალი აშშ დოლარი 24 17 45 ნიგერი ევრო 33 24 60 ნიგერია აშშ დოლარი 44 31 92 ნიდერლანდები ევრო 41 29 125 ნიკარაგუა აშშ დოლარი 33 23 55 ნორვეგია ნორვეგიული კრონა 252 176 1013 ომანი აშშ დოლარი 39 27 85 პაკისტანი აშშ დოლარი 34 24 50                                     პალაუს რესპუბლიკა აშშ დოლარი 29 - 170 პანამა აშშ დოლარი 35 25 93 პაპუა-ახალი გვინეას დამოუკიდებელი სახელმწიფო აშშ დოლარი 36 25 300 პარაგვაი აშშ დოლარი 27 - 80 პერუ აშშ დოლარი 31 21 85 პოლონეთის რესპუბლიკა ევრო 27 19 115 პორტუგალია ევრო 34 24 127 პუერტო-რიკო აშშ დოლარი 32 - 120 რუანდა აშშ დოლარი 37 26 75 რუმინეთი ევრო 28 2 0 90 რუსეთის ფედერაცია აშშ დოლარი 50 მოსკოვსა და სანკტ-პეტერ­ბურ­გში, 35 დანარჩენ ტერიტორიაზე 35 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში,  25 დანარჩენ ტერიტორიაზე 233 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, 77 დანარჩენ ტერიტორიაზე საბერძნეთი ევრო 39 28 98 სალვადორი აშშ დოლარი 28 - 46 სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო აშშ დოლარი 27 - 150 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი 41 29 79 სამხრეთ კორეა აშშ დოლარი 54 38 137 სან-მარინო ევრო 24 - 81 სან-ტომე და პრინსიპი აშშ დოლარი 34 24 50 საუდის არაბეთი აშშ დოლარი 51 35 75 საფრანგეთი ევრო 56 40 134 პარიზში, 97 დანარჩენ ტერიტორიაზე საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორია ევრო 38 - 84 სეიშელის კუნძულები ევრო 47 33 128 სენეგალი ევრო 38 27 65 სენტ-ლუსია აშშ დოლარი 32 22 133 სვაზილენდი აშშ დოლარი 27 - 83 სიერა-ლეონე აშშ დოლარი 33 23 31 სინგაპური სინგაპურული დოლარი 64 45 288 სირია აშშ დოლარი 34 24 61 სლოვაკეთის რესპუბლიკა ევრო 18 1 3 8 0 სლოვენიის რესპუბლიკა ევრო 3 4 24 65 სოლომონის კუნძულები აშშ დოლარი 45 - 1 5 0 სომალი აშშ დოლარი 39 27 25 სომხეთი აშშ დოლარი 35 25 105 ერევანში, 53 დანარჩენ ტერიტორიაზე სუდანი შვეიცარული ფრანკი 60 42 125 სურინამი აშშ დოლარი 51 36 90 ტაივანი აშშ დოლარი 28 20 120 ტაილანდი შვეიცარული ფრანკი 61 43 115 ტანზანია აშშ დოლარი 39 27 75 ტაჯიკეთი აშშ დოლარი 35 25 67 დუშანბეში, 15 დანარჩენ ტერიტორიაზე ტოგო ევრო 36 25 34 ტონგას სამეფო აშშ დოლარი 27 - 165 ტრინიდადი და ტაბაგო აშშ დოლარი 34 - 135 ტუნისი ინგლისური გირვანქა სტერლინგი 24 17 35 უგანდა აშშ დოლარი 36 25 75 უზბეკეთი აშშ დოლარი 35 25 100 ტაშკენტში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე უკრაინა აშშ დოლარი 35 25 185 კიევში, 82 დანარჩენ ტერიტორიაზე უნგრეთი ევრო 2 1 1 5 130 ურუგვაი აშშ დოლარი 27 19 44 ფილიპინები აშშ დოლარი 28 20 105 ფინეთი ევრო 39 27 110 ფიჯის რესპუბლიკა აშშ დოლარი 27 - 100 ქუვეითი ქუვეითური დინარი 8 6 45 ყაზახეთი აშშ დოლარი 40 28 160 ალმა-ათა­სა და ასტანა­ში, 45 დანარჩენ ტერიტო­რიაზე ყირგიზეთი აშშ დოლარი 35 25 189 ბიშკეკში, 55 დანარჩენ ტერიტორიაზე შვეიცარია შვეიცარული ფრანკი 80 56 191 შვედეთი შვედური კრონა 310 220 750 შრი-ლანკა შვეიცარული ფრანკი 49 34 95 ჩადი ევრო 40 13 65 ჩეხეთის რესპუბლიკა ევრო 27 19 130 ჩილე აშშ დოლარი 28 20 91 ჩინეთი აშშ დოლარი 30 20 131 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ევრო 44 31 70 ხორვატიის რესპუბლიკა ევრო 34 24 120 ზაგრებში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე ჰაიტი აშშ დოლარი 34 - 60 ჰონდურასი აშშ დოლარი 31 - 57   დანართი №2 შესაბამისი თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი  თანამდებობის დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი 80 საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 80 საქართველოს მთავარი პროკურორი 80 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი 80 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 80 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 80 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 80 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 80 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი 80  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 80 საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსი 80 საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები 70 საქართველოს სახალხო დამცველი 8 0 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 70 საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი 70 საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსის მოადგილე 70 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 70 სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი 70 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე 70 საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე 70 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი 70 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 70 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 70 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი 70 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე 70 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 70 საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი 70 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი 70 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი 60 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი 60 საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე 60 საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი 60 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი და წამყვანი საჯარო თანამდებობის პირები 40 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი 40 ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი 40 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი 40 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი 30 შენიშვნები: 1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 3. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით. 4. მოხელეებს უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი. 5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს  დაზვერვის სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე  სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ  მივლინებისას  მოხელის  მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს  –  მივლინებასთან  დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები  აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით. 6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. დანართი №3 საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი № თანამდებობრივი დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით 1 პარლამენტის თავმჯდომარე 100 2 პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 90 3 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 80 4 პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები 50 5 საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე 50 6 პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერთა მოადგილეები და მდივნები, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები და მდივნები, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი 45 7 პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, საბიუჯეტო ოფისის უფროსი, მანდატურთუხუცესი 40 8 პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომიტეტის აპარატის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი, სასწავლო ცენტრის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის სამდივნოთა უფროსები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი, განყოფილების უფროსი 35 შენიშვნები: 1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება. 2. საქართველოს პარლამენტის წევრსა და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი. 3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში)  სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში. 4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად. 5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად. 6. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად. დანართი №4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი: № თანამდებობრივი დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით 1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 100 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე 85 3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 80 შენიშვნა:  1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3  დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:  ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით;  ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.  2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამარ­თლო­სათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებ­ში.