გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2017
ძალაში შესვლა 01.05.2017
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016323
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2017 წლის 27 აპრილი
ქ.გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №34 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური (შემდგომში –
სამსახური) შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე.
2. სამსახური წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს.
3. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი –
გარდაბნის მუნციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. თავისი ამოცანების განხორცილებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ადგილსამყოფელი
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №70.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარებისა და უკეთესი ფუნქციონირებისათვის;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფერო(ებ)ში, დარგების მიხედვით, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) მონაწილეობის მიღება დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამების შემსრულებლების შერჩევაში და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით მოკლე და ხანგრძლივი სტრატეგიის, ასევე სამუშაო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების განუხრელი დაცვა და მონიტორინგი;
ე) მუნიციპალიტეტის კუთვნილი, საგანმანათლებლო, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროების, ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობის და განვითარებისთვის საჭირო პროექტების მომზადება, განხორციელების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
ვ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში, კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა, პროექტების და სამუშაო გეგმების განსაზღვრულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ზ) მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სამუშაო გეგმების შემუშავების ორგანიზება, ხელშეწყობა და მონიტორინგი;
თ) მუნიციპალიტეტის კულტურულ-მემკვიდრეობითი თემატიკის შენახვა-მოვლა-პატრონობის და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებისაკენ მიმართული პროგრამების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და თვითმმარველობის ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;
ლ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია;
გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
დ) განახორციელოს კომპეტენციას მიკუთვნებული მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი;
ე) ჩაატაროს მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ანგარიში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) უზრუნველყოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით.
5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალებებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით.
6. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) განათლების და კულტურის განყოფილება;
ბ) სპორტის განყოფილება;
გ) ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ფუნქციების გადანაწილებას;
გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის ფუნქციების გადანაწილებას;
დ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას;
ე) სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რეგულარულად ატარებს თათბირებს და იწვევს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ექსპერტებს;
ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, შვებულების მიცემის, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ზ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
თ) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ი) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
კ) მოქმედი კანონმდებლობისა და გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 8🔗.
განყოფილების უფროსი
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;
დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 9🔗.
სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან;
გ) წარუდგონოს სამსახურის უფროსს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
დ) ისარგებლოს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის;
თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 10🔗.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.