📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2017
ძალაში შესვლა 01.05.2017
ძალის დაკარგვა 27.11.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016328
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,395 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2017 მიღება
01.05.2017 ძალაში შესვლა
27.11.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
სამსახური უშუალოდ ექვემდებარება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდგომში
გამგებელს) და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2017 წლის 27 აპრილი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №30 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან.  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. სამსახურის ცნება, მისი საქმიანობის საფუძვლები და ძირითადი პრინციპები 1. სამსახური არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების (შემდგომში – შიდა აუდიტის ობიექტები) საქმიანობის შიდა კონტროლის, კანონიერებისა და ეფექტურობის  მონიტორინგის განხორციელებას. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონდმდებლობის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“,   საქართველოს მთავრობის  2010 წლის 30  ივლისის №1016 განკარგულებით „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. თავისი ამოცანების განხორცილებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. 5. სამსახური უშუალოდ ექვემდებარება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდგომში – გამგებელს) და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა. 6. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით. თავი II სამსახურის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 3🔗 1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) არსებული რისკების დადგენა, გამოვლენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება; ბ) საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ)  ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგება; დ) შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი; ე) შიდა აუდიტის ობიექტების სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ვ) შიდა აუდიტის ობიექტების რესურსების გამოყენების შეფასება ეკონომიურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის კუთხით და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; თ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, შიდა კონტროლის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელება; ი) სხვა საქმიანობა,  რომელიც გამომდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს, აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს და საქართველოს კანონმდებლობას; კ) გამგებლის ცალკეული დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗 1. სამსახური დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით. 2. რისკების შეფასების საფუძველზე, სამსახური ამზადებს სტრატეგიულ  და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს: ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს გამგეობის გრძელვადიანი მიზნებიდან და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს; ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, გამოსცეს ბრძანება არაგეგმური შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ. 4. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საფუძველზეც ტარდება თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება. 5.   შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. 6. სამსახურის  უფროსი გამგებელსა და უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს. 7. შიდა აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად. 8. სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტში დაცული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი ვადა კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. 9. სამსახური ვალდებულია, გამგებლის თანხმობის გარეშე, არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5🔗 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება შიდა აუდიტის ობიექტებში შემავალი ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან; ბ) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით; გ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, სათანადო წესით დაუკვეთოს შესაბამის იურიდიულ პირებს ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება; დ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ქმედებები. თავი III სამსახურის მართვა მუხლი 6🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით.  3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას; დ)  სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რეგულარულად  ატარებს  თათბირებს და იწვევს კომპეტენციას მიკუთვნებული დარგების პასუხისმგებელ პირებს, ასევე დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებსა და ექსპერტებს; ე) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროსა და შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირეს; ვ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებელს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ზ) კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს; თ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურში მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; კ) უზრუნველყოფს  მოხელეთა მიერ  გამგეობის შინაგანაწესის  დაცვას; ლ) დადგენილი წესით გამგებელს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; ნ) პასუხისმგებელია სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების, აქტების და რეკომენდაციების კანონიერებაზე; ო) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2.  მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) ჰქონდეს სათანადო სამუშაო გარემო და სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან და სტრუქტურული ერთეულებისგან; გ) წარუდგონოს სამსახურის უფროსს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; დ) ისარგებლოს მუშაობისათვის  საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; ე) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ზ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; თ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ი) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3.  მოსამსახურე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) მუდმივად იზრუნოს მისი პროფესიონალური მომზადების დონის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის; თ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ მუნიციპალიტეტის კუთვნილ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 8🔗 1. სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. 2. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №127. მუხლი 9🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 11🔗 ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.