📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 300320000.35.132.016312
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 918 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 16.05.2024 ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 05.06.2024 მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.10.2024 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 02.08.2024 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.10.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №8 2017 წლის 28 აპრილი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები შემდეგი ოდენობით: ა) 2-მგზავრობიან ბილეთზე – 0,6 ლარი, ხოლო ავტობუსში ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 0,8 ლარი; ბ) 6-მგზავრობიან ბილეთზე – 1,7ლარი; გ) 15-მგზავრობიან ბილეთზე – 4,0 ლარი; დ) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 სტანდარტული მგზავრობა – 0,3 ლარი; ე) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 შეღავათიანი მგზავრობა – 0,15 ლარი; ვ) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის  საშუალებით  ნულოვანი ტარიფით მგზავრობა – უფასო. მუხლი 2🔗 მგზავრობისას შეღავათიანი ან ნულოვანი ელექტრონული ბარათით მოსარგებლე პირებმა თან უნდა იქონიონ შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები ან/და დოკუმენტები. მუხლი 3🔗 დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას ცალკეული კატეგორიები ტარიფის შესაბამისად: ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები – უფასო;  ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები – 0,15 ლარი; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები – 0,15 ლარი; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები – 0,15 ლარი; ე) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები – 0,15 ლარი; ვ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები – 0,15 ლარი;   ზ)  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს – 0,15 ლარი; თ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – უფასო; ი) ქ. ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები – უფასო; კ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები – უფასო; ლ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები – უფასო. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ან მისი კონტრაქტორის) მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.  მუხლი 5🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებით მოსარგებლე პირების მიმართ გასაცემი შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელთა მიმართაც უნდა ჰქონდეს წვდომა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს (ან მის კონტრაქტორს). მუხლი 6🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის (ან მისი კონტრაქტორისთვის), ხოლო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ არანაკლებ თვეში ერთხელ, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს: ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას; ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ და ა(ა)იპ – „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას“; დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ან/და სოციალური მომსახურების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით. მუხლი 8🔗 შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მისი კონტრაქტორი) შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა) ბარათის დაბლოკვას ან უფასო და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლების გაუქმებას. ამასთან, დაუშვებელია ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიის პირებისთვის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ჩამორთმევა. მუხლი 9🔗 სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის, აღდგენის, დაბლოკვის, განბლოკვის და ბარათთან დაკავშირებულ სხვა პირობებს განსაზღვრავს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან (ან მის კონტრაქტორთან) შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 10🔗 ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე გაცემულ სამგზავრო პლასტიკურ ბარათებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მისი მფლობელის სახელი (ან სახელი ინიციალი), გვარი და პირადი ნომერი. მუხლი 11🔗 შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო (ნულოვანი) და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ. მუხლი 12🔗 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ამ დადგენილების მე-11 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სტანდარტული ოდენობის (M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,3 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება. მუხლი 13🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №39 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.35.132.016066). მუხლი 14🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა სირაბიძე