ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2024 წლის 2 აგვისტო ქ.ლაგოდეხი |
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს;
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ:
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ან/და შშმ პირის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთ-ერთ მშობელს;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს (მშობლები, შვილები და მეუღლე);
ე) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ პენსიონერებს;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებს.
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის/საბანკო პლადტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ, ბარათით, სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახურის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახური უზრუნველყოფს უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.
3. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 10 (ათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ (სტატუსის ფარგლებში) და „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“;
ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლი პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით - „საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“;
გ )ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“-ს;
დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
ე) ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული პირების ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით - სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“.
2.ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით ან მგზავრობის უფასო ტარიფით სარგებლობის მიზნით, გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის (გარდა, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების, შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით.
|