ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2024 წლის 13 მაისი ქ. ჩხოროწყუ |
ბ) დამტკიცდეს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტი დანართის შესაბამისად.
ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს;
გ) 0-10 წლამდე ბავშვებს.
2. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით – 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მოსწავლეებს (გარდა 0-10 წლამდე ბავშვებისთვის/მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც მგზავრობა უფასოა).
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას;
გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე – პირებთან დაკავშირებით – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ასევე გასცემს ინფორმაციას, დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან 6-10 წლამდე იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მოსწავლეები.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას უფასო მგზავრობის უფლების მქონე და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.
3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.
4. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფასო მგზავრობის უფლების მქონე და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილი სუბიექტისთვის მიმართვის საფუძველზე.
2. პლასტიკური ბარათის ერთჯერადად გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს.
3. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განრიგს განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ან/და მის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
|