თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2022 წლის 31 მაისი ქ.თელავი |
1. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
2. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული პირებს - დევნილებს;
3. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
4. თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
5. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
6. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
7. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულს პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
8. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
9. თელავის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტში;
10. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტში;
11. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც რეგისტირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტში.
2.თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურს“ (ს/ნ 431439516) მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
3. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტის წარმოდგენა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე, მისი მოწონების მიზნით.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.
3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 431439516) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.
4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.
5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.
6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი-მე-2, მე-4-მე-8 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ დირექტორს;
დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;
ე) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული პირების თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით - სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
|
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი-მე-2, მე-4-მე-8 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს; გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ დირექტორს; დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;ე) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული პირების თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით - სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი