პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №218
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019927
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ 27.10.2015
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი „„პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა დაგანათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №218
2017 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები არ ვრცელდება საჯარო სამსახურში 2017 წლის პირველ ივლისამდე დაკავებულ თანამდებობებზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
მუხლი 1🔗. არსი და მიზანი
1. პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნებით დგინდება პროფესიული საჯარო მოხელის თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი შესაბამისი სპეციალური მოთხოვნები.
2. იერარქიული რანგისათვის შესაბამისი სპეციალური მოთხოვნების დადგენის მიზანია თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნის დონის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების განსაზღვრა.
მუხლი 2🔗. პირველი რანგისათვის (მაღალი მმართველობითი დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
პირველი რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
მუხლი 3🔗. მეორე რანგისათვის (საშუალო მმართველობითი დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
მეორე რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სპეციალობით ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
მუხლი 4🔗. მესამე რანგისათვის (უფროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
მესამე რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
მუხლი 5🔗. მეოთხე რანგისათვის (უმცროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
1. მეოთხე რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნაა სრული ზოგადი განათლება.
2. მეოთხე რანგისათვის სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.