ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.10.2014 ბოლო ცვლილება 27.11.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.151.016158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (11 მუხლი)
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2014 წლის 17 ოქტომბერი

დ. სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19  მუხლის მე-2 და  მე-3 პუნქტების, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილი იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის  6 დეკემბრის  №22  დადგენილება (სსმ 13.12.2013 წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016136)  ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი



დანართი

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის მიერ თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 2
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას.
მუხლი 3
გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მუხლი 4
მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები.

2. პროფესიული უნარების მოთხოვნებ.

მუხლი 5
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში სავალდებულოა გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად (სპეციალობიდან გამომდინარე მოთხოვნები) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, ასევე სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
მუხლი 6
თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:

 გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების - უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1 წლიანი გამოცდილება მაინც.

მუხლი 7
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების მთავარი, უფროსი, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება, მუშაობის საერთო სტაჟი 2  წელი მაინც. სხვა დანარჩენი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - საშუალო სპეციალური განათლება მაინც.
მუხლი 8
პროფესიული ცოდნის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს მიხედვით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნას.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2014.
როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ მიღებულია 17.10.2014. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.151.016158.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.11.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“, №20, 17.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016158 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2545894/