გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.161.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №47

2024 წლის 30 მაისი

ქ. გარდაბანი    

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ  

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მუხლი 1

განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

მუხლი 3

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4

განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 5

განკარგულება  ძალაშია  ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                        მიხეილ გედეხაური