გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.161.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №103

2025 წლის 24 ნოემბერი

გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 29 ოქტომბრის №245698 და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 18 ნოემბრის №18-182532219 მომართვების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების (სახელის მინიჭებამდე) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ის (სიტუაციური რუკა) და დანართი №3-ის (სიტუაციური ნახაზი) შესაბამისად.

მუხლი 2

განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.

მუხლი 3

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4

განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 5

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე      მიხეილ გედეხაური


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.11.2025.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ მიღებულია 24.11.2025. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №103. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.161.016018.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“, №103, 24.11.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6679065/