გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.161.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №73

2023 წლის 29 აგვისტო

ქ. გარდაბანი

 

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 27 ივლისის №18-182320886 წერილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1

განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით,  დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 29 ივნისის №137656 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკების, დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 3

განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.

მუხლი 4

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 5

განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 6

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 7

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის რაიონულ სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა № 6 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე       მიხეილ გედეხაური



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.08.2023.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ მიღებულია 29.08.2023. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №73. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.161.016003.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“, №73, 29.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5906154/