პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2017
ძალაში შესვლა 01.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №219
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019928
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ 27.10.2015
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი „მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №219
2017 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს პროფესიული საჯარო მოხელისათვის (შემდგომში – მოხელე) მოხელის კლასის მინიჭების მიზანს, წესსა და პირობებს, მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების პერიოდულობას, ასევე 2017 წლის 1 ივლისამდე მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინების ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოხელის კლასებთან გათანაბრების წესს.
მუხლი 2🔗. მოხელის კლასი და კლასის მინიჭების მიზანი
1. მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.
2. მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.
3. მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი კლასი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი კლასი.
მუხლი 3🔗. მოხელის კლასის მინიჭების პირობები
1. მოხელეს მოხელის კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით.
2. მოხელეს მოხელის კლასი მიენიჭება:
ა) პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ.
3. მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
4. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას, გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში.
5. მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი უნარჩუნდება მუდმივად და დაუშვებელია მისი ჩამორთმევა.
მუხლი 4🔗. მოხელის კლასის მინიჭების წესი
1. მოხელეს მოხელის კლასს ანიჭებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარდგინებით.
2. მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭება ფორმდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗. საკლასო დანამატი და მისი ოდენობა
1. მოხელეს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი.
2. მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
3. მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა, ასევე:
ა) სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას;
ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, მოხელეს საკლასო დანამატი არ ეძლევა.
5. მოხელის საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. 2017 წლის 1 ივლისამდე მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინების მოხელის კლასებთან გათანაბრების წესი
1. 2017 წლის 1 ივლისამდე, 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინები გაუთანაბრდეს მოხელის კლასებს შემდეგი შესაბამისობით:
ა) ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი –
მე-12 კლასი;
ბ) პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი – მე-11 კლასი;
გ) სახელმწიფო მრჩეველი –
მე-10 კლასი;
დ) პირველი კლასის მრჩეველი – მე-9 კლასი;
ე) მეორე კლასის მრჩეველი – მე-8 კლასი;
ვ) მესამე კლასის მრჩეველი – მე-7 კლასი;
ზ) საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი –
მე-6 კლასი;
თ) საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი –
მე-5 კლასი;
ი) საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი – მე-4 კლასი;
კ) საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი –
მე-3 კლასი;
ლ) საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი –
მე-2 კლასი;
მ) საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი – პირველი კლასი.
2. მოხელის საკლასო დანამატის ოდენობასა და მის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.