საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8-30 |
|
2017 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი |
|
2. სამართალსუბიექტი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების წესების დაცვას.
2. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 1) შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) პირველი ნაწილი – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) მე-2 ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილს ავსებს ინსპექტორი.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ინსპექტორი ავსებს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილზე დატანილ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნომერი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, რომელზეც დგება საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი);
ბ) მარკა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მარკა, რომელზეც დგება საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი);
გ) ადგილი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა);
დ) დარღვევის არსი (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოება);
ე) სასკ-ის (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი და ნაწილი, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა);
ვ) შენიშვნა (მიეთითება შენიშვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773239, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – 300773250);
თ) ჯარიმის ოდენობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა);
ი) თარიღი, დრო (მიეთითება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წელი, თვე, რიცხვი და დრო);
კ) მდებარეობა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების განთავსება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მისამართთან);
ლ) ინსპექტორი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები ინსპექტორის სახელი და გვარი);
მ) ინსპექტორის ხელმოწერა (ხელს აწერს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები ინსპექტორი);
ნ) დამრღვევის სახელი, გვარი (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება სამართალდამრღვევის სახელი და გვარი);
ო) მისამართი (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება სამართალდამრღვევის მისამართი);
პ) პირადი № (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება სამართალდამრღვევის პირადი №);
ჟ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის და მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემის შემთხვევაში და მიეთითება ინფორმაცია ახსნა-განმარტების (დანართი 2) გვერდების რაოდენობის შესახებ);
რ) მოწმე ან სხვა მონაწილე პირი (ივსება მოწმის ან სხვა მონაწილის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება მოწმის ან სხვა მონაწილის სახელი და გვარი).
5. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილში დატანილ ინფორმაციას „დამრღვევის ხელმოწერა“ სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს სამართალდამრღვევი, ხოლო ინფორმაციას „მოწმის ან სხვა მონაწილე პირის ხელმოწერა“ მოწმის ან სხვა მონაწილე პირის არსებობის შემთხვევაში – მოწმე ან სხვა მონაწილე პირი.
6. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მე-2 ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ პირველი ნაწილის შესაბამისად.
7. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები:
გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.ct-park.ge.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773239.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773250.
ცხელი ხაზი: (+99532) 2 555 123
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის №
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წებვად ნაწილზე (რომლის ადგილი გათვალისწინებულია საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილზე) აისახება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მიერ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის ჩაკვრით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „მ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაცემები ინსპექტორის მიერ ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, ხოლო ტერმინალის გაუმართაობისას, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სპეციალური ელექტრონული მოწყობილობიდან ფურცლის ამობეჭდვა, ინსპექტორი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წებვად ნაწილზე დასატან ინფორმაციას შეავსებს ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
9. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.
10. სამართალდამრღვევის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ინსპექტორი ვალდებულია საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას სამართალდარღვევა დააფიქსიროს ფოტოფირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალებისა და დაჯარიმების ადგილის იდენტიფიცირება. აღნიშნული მტკიცებულება უნდა განთავსდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.ct-park.ge, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. თუ დამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ინსპექტორმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ ინსპექტორი ავსებს საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
12. სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
13. დაუშვებელია საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები ინსპექტორი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
14. თუ დამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ინსპექტორის მიერ, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე ეგზემპლარი ითვლება ჩაბარებულად. დამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება (დანართი 2) სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც დაერთვება საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ჩაბარდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
15. სამართალსუბიექტი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
16. სამართალსუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჯარიმო ქვითრებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. დამზადებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
4. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების მკაცრი აღრიცხვის ფორმად რეგისტრაციას, დამზადების ორგანიზებას და პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანას ახორციელებს სამართალსუბიექტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
3. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით.
4. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
5. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად – შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, სახელი და გვარი).
6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
7. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, სათანადოდ უფლებამოსილი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
8. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
9. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
10. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და ის (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ჟურნალში, ხოლო ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის მე-18 გრაფაში.
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტში.
3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სამართალსუბიექტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, სამართალსუბიექტთან გასაჩივრების შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება ზემდგომ ორგანოს (თანამდებობის პირს) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ. აღსრულებაზე გადაგზავნილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში სამართალსუბიეტი ვალდებულია გასაჩივრების შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
2. თუ ამ წესის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეზემპლარი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც უბრუნდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.
3. საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში ან ელექტრონული გადახდის საშუალებით.
5. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა სრულად ვერ ჩაირიცხა გადახდილი თანხიდან საბანკო დაწესებულების ან ელექტრონული გადახდის საშუალების მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის დაქვითვის გამო, რასაც მოჰყვა სამართალდამრღვევისათვის საურავის დარიცხვა, სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის თანხის სრულ ოდენობამდე შევსების შემთხვევაში გაუქმდება მისთვის დარიცხული საურავი.
6. თუ ჯარიმის გადახდისათვის განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ჩაითვლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ, რომლის ასლის ჩაბარების ან გაგზავნის ვალდებულება სამართალსუბიექტს არ აქვს.
3. სამართალდამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვადის გასვლიდან 30 დღეში.
4. ჯარიმის ან/და საურავის მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
5. სამართალსუბიექტს ეკისრება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და კონტროლი მის აღსრულებაზე.
6. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში, იგივე ვადა გამოიყენება საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიმართ.
7. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ.
ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;
ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;
გ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.