„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№226
სარეგისტრაციო კოდი
010240020.10.003.019935
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015, 010240020.10.003.019009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის:

1. მე-10 თავის („საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება“) „ამოცანების“ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თავში გამოყოფილი 5 მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა, არსებული სიტუაციისა და პროგრესის შეფასების მიზნით.

 საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა ჩატარდეს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ამოქმედების საწყის და ბოლო ეტაპებზე, რათა შეფასდეს მიღწეული პროგრესი და შესაბამისად დაიგეგმოს აქტივობები მომდევნო წლების სამოქმედო გეგმებისათვის;“.

2. მე-12 თავის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. შემუშავდება რამდენიმეეტაპიანი სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი ნაწილი მოიცავს 2016-2017 წლებს, ხოლო შემდგომი პერიოდისათვის (2018-2020 წწ.) დამტკიცდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმები. მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმას ამტკიცებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. კომისიის წევრი უწყების ან კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით კომისია უფლებამოსილია,  განიხილოს სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №226. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.10.003.019935.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №226, 04.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240020.10.003.019935 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3659456/