საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №232
სარეგისტრაციო კოდი 040020010.22.027.016732
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/05/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამტკიცების თაობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№232
2017 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაქორწინდებიან 2017 წლის 26 მაისს, გაიცემა „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანების 34 პუნქტის პირველი-მე-3 და მე-5 აბზაცების შესაბამისად შესრულებული ქორწინების მოწმობა, რომლის ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. ამავე გვერდის ცენტრში არის ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა”, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში. ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“, ხოლო მოცემული ტექსტის ქვემოთ – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“. გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი. ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე – www.sda.gov.ge (დანართი).“.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე