საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების შესყიდვების სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);

ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული ან საფინანსო-ეკონომიკური განათლება − ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

დ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე) რუსული ენის ცოდნ