საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება – ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

2. აუცილებელი უნარ-ჩვევები:

ა) ზეპირი კომუნიკაციისა და წერითი უნარები;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტიანად განაწილების უნარი;

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook).

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) რუსული ენის ცოდნ