თავი V — შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები და შვილად აყვანის საიდუმლოობა
1. მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი (დაბადების თვის ფარგლებში).
2. ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი (მშვილებლები) მიეთითება (მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად (მშობლებად).
3. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. 10 წლამდე ასაკის ბავშვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირადი მონაცემების შეცვლისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემი იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2017).
წინა რედაქცია (24.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. სამოქალაქო აქტებში ცვლილებების შეტანა 1. მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი (დაბადების თვის ფარგლებში). 2. ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი (მშვილებლები) მიეთითება (მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად (მშობლებად). 3. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. 10 წლამდე ასაკის ბავშვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირადი მონაცემების შეცვლისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის აზრს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემი იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე .