საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, სატყეო და ეროვნული პარკების დარგებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №837
2017 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, სატყეო და ეროვნული პარკების დარგებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, სატყეო და ეროვნული პარკების დარგებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი