სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№877
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023637
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №877

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ

„სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში მდებარე 22691 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო (სახელმწიფო ტყის ფონდი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.06.41.124) და მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში მდებარე 3442 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო (სახელმწიფო ტყის ფონდი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.06.41.125).

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი