სს „ლიბერთი ბანკის“ შეტყობინება დივიდენდის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
გვინდა გაცნობოთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) 2017 წლის 15 მაისის აქციონერთა ყოვეწლიურმა საერთო კრებამ (შემდგომში „საერთო კრება“) მხარი დაუჭირა „ბანკის“ პრივილეგირებული და ჩვეულებრივი აქციების მფლობელებისთვის 2016 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის დივიდენდის გაცემას, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ლარში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
„ბანკის“ კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების მფლობელთათვის 17%-ის ოდენობით პრივილეგირებული აქციების დივიდენდის (შემდგომში „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“) გადახდა:
1. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2017 წლის 31 მაისი;
2. ზემოაღნიშნული თარიღისთვის გამოშვებული 6,139,064 კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციის მფლობელებისთვის გასაცემი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ ჯამურ თანხად განსაზღვრულია 1,043,640.88 ლარი, ან 0.17 ლარი ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე;
3. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრულია 2017 წლის 16 ივნისი. აღნიშნულ დღეს სრულად მოხდება 2016 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდა.
„ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების მფლობელთათვის ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის (შემდგომში „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“) გადახდა:
1. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2017 წლის 31 მაისი;
2. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ თანხის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია 20,000,000 ლარით ან დაახლოებით 0.004487 ლარით ერთ ცალ უფლებამოსილ ჩვეულებრივ აქციაზე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხა შესაძლებელია მცირედით/უმნიშვნელოდ შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ სააღრიცხვო თარიღისთვის (2017 წლის 31 მაისი) განთავსებული იმ ჩვეულებრივი აქციების ზუსტ ოდენობაზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან წინამდებარე პირობების შესაბამისად მიიღონ „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდი“;
3. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდი“ პროპორციულად განაწილდება ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერებს შორის;
4. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრულია 2017 წლის 16 ივნისი. აღნიშნულ დღეს სრულად მოხდება 2016 წლის კუთვნილი „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდა.
ალექსი ხოროშვილი
გენერალური დირექტორი