სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

  
გვინდა გაცნობოთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) ჩვეულებრივი აქციების 75%-ზე მეტის მფლობელმა აქციონერმა „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-მ (Georgian Financial Group B.V.) (ნიდერლანდების კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული კომპანია, რომლის მისამართია Keizersgracht 311, 1016 EE, ამსტერდამი, ნიდერლანდები) 2018 წლის 31 მაისს მიიღო გადაწყვეტილება „ბანკის“ პრივილეგირებული აქციების მფლობელებისთვის 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის დივიდენდის გაცემის შესახებ, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ლარში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

 

„ბანკის“ კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების მფლობელთათვის 17%-ის ოდენობით პრივილეგირებული აქციების დივიდენდის (შემდგომში „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“) გადახდა:

1. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 15 ივნისი.

2. ზემოაღნიშნული თარიღისთვის გამოშვებული 4,565,384 კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციის მფლობელებისთვის გასაცემი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ ჯამურ თანხად განსაზღვრულია 776,115.28 ლარი, ან 0.17 ლარი ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე.

3. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 30 ივნისი. აღნიშნულ დღეს სრულად მოხდება 2017 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდა.

 

პატივისცემით,

სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი                               გიორგი კალანდარიშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ“?
დიახ, განცხადება „სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2018.
როდის იქნა მიღებული „სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ“?
„სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ“ მიღებულია 01.06.2018. მიმღები ორგანო — ს.ს."ლიბერთი ბანკი". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ“, №0, 01.06.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4212676/