სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ აქციონერთა მორიგ საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ სამეთვალყურეო საბჭოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

განცხადება

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2017 წლის 9 ივნისს დღის 17 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.

 სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 15 მაისი.

დღის წესრიგი:

1. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში. მომხ. კ. თორაძე;

2. 2016 წლის ფინანსური ანგარიში. მომხ. დ. რუსაძე;

3. მოგების განაწილების შესახებ; მომხ. კ. თორაძე;

4. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები;

5. სააქციო საზოგადოების საკუთრებაში არსებული საიჯარო ფართების იჯარა – გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;

5. სხვადასხვა საკითხები.

 დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

 კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

 – ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით.   

 აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.

სს ,ქუთაისის „ცენტრალური ავტოვაგზლის“ დირექტორი.                              დიმიტრი რუსაძე