ახმეტის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2017 წლის 19 მაისი ქ. ახმეტა |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
4. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
ა) შეიმუშაოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
გ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ე) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;
ვ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო წელიწადში ერთხელ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
3. საბჭო უფლებამოსილია, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.
2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შერჩეული ერთი წარმომადგენლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისაგან.
3. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს რვაზე ნაკლები.
5. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
6. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯომარის ხმა;
5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების
შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი
დანართიახმეტის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1. ზოგადი დებულება