აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38-უ.ს.გ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 111-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის კანონის 39-ე  მუხლის მე-4  პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 138-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                           დავით გაბაიძე

ჩაქვი,

2017 წლის 18 მაისი

№38-უ.ს.გ.ს.