„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა“, №38, 08-12.04.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2მუხლის:
ა) ,,კ’’და ,,ლ’’ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია;
ლ) საბიუჯეტო ორგანიზაცია – მხარჯავი დაწესებულება ან/და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების თანახმად;“;
ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:
„ჟ) პროგრამა – ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით და ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად;
რ) ქვეპროგრამა – მხარჯავი დაწესებულების პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა.“.
2.კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის141მუხლი:
„მუხლი141. პროგრამული ბიუჯეტი
1. პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებების და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ, ასევე ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.
3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია.’’.
3. მე-15და მე-16მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები
რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკურ ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) შემოსავლები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
მუხლი 16. რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები
რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) ხარჯები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებისათვის მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისათვის მიმართული სახსრები).’’.
4. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:
გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს;
გ.ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;
გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;’’;
ბ) ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.’’.
5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 25 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის:
ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;
ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას;
ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;
ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;
გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.’’.
6. 27-ე მუხლის:
ა) მე-3პუნქტის ,,ბ’’-,,ზ’’ქვე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:
ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;
ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;
ბ.დ) ვალდებულებების კლება;
გ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;
დ) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;
ე) რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;
ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;
ზ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების შესახებ;’’;
ბ.ბ) ,,გ’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ’’ ქვეპუნქტი:
„დ) დამატებით ინფორმაციას ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ.“;
გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, წარდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის.’’.
7. 33-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71პუნქტი:
,,71. შესაძლებელია განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.’’.
ბ) მე-8-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა სარეზერვო ფონდიდან, ასევე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა.
9. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უფლებამოსილია, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
10. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები, არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.’’.
8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის371მუხლი:
„მუხლი 371. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს კომისია და გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა) წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადასარიცხი დივიდენდები, მთლიანად მიიმართება რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვების შესახებ.
4. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ.“.
9. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;
გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
დ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;
ვ) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს.“.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421მუხლი:
„მუხლი 421. პროგრამული ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ რესპუბლიკურ ბიუჯეტზე 2013 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით განმარტებული ტერმინები ,,მხარჯავი დაწესებულება’’, ,,საბიუჯეტო ორგანიზაცია’’ და ,,საბიუჯეტო კლასიფიკაცია’’ გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით.
11. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-2–მე-7 და მე-9–მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტი, მე-4–მე-6 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ქობულეთი,
2011 წლის 15 დეკემბერი
№149–უ.ს.შ.ს.