აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში  (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი (შემდგომში - რეგლამენტი) კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტია და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში _ უმაღლესი საბჭო) შიდა ორგანიზაციას, პროცედურებს, საქმიანობის წესს, სავალდებულოა უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის, აგრეთვე განსაზღვრულ ფარგლებში - უმაღლესი საბჭოს კონტროლს დაქვემდებარებული ყველა ორგანოსა და ორგანიზაციისათვის.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,მუხლი 2

   უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) საქმიანობას და ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. უმაღლესი საბჭო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 6 წევრისაგან. უმაღლესი საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით.“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, კანონების, ამ რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა, მათი შესრულების კონტროლი;“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

  ,,6. უმაღლესი საბჭოს მუშაობის გაცნობის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

   7. უმაღლესი საბჭოს შენობაში შეიძლება ჩატარდეს ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები და დაჯილდოების პროცედურები.”.

6. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ და ,,დ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,გ) კანონით დადგენილ ფარგლებში და ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების შესრულების შემოწმებაში ან მოტივირებული უარი განაცხადოს ასეთი დავალების შესრულებაზე;

   დ) კანონით დადგენილ ფარგლებში და ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით მიიღოს ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე და რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე;“.

7. 23- მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,3. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის - კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“.

8. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,დ) საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს წერილობით ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“.

9. 28-ე მუხლის:

    ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. კომისია წინასწარ დამტკიცებული გეგმის ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.“.

    ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-5 პუნქტები:

  ,,3. ამ რეგლამენტიდან გამომდინარე კომისიის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომისიის დებულებით.

  4. კომისია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომისიის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომისია თავის დასკვნას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს კომისიის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

  5. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი სამინისტროს, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას. რეკომენდაციების განხილვის ან მიღებული ზომების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას არა უგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.”.

10. 32-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ’’ ქვეპუნქტი:

   ,,გ) ასრულებენ კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრთა დავალებებს.’’.

11. 42-ე მუხლის ,,1’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,თ1) უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში განიხილავს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერას და ამტკიცებს მას;’’.

12. 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით. სხდომის ოქმის ამონაწერი უმოკლეს ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ეგზავნება ფრაქციებს, კომისიებს და აპარატის ადმინისტრაციას.”.

13. 77-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

  ,,2. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტზე გაგზავნილი კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.’’.

14. 98-ე მუხლიმე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, მიმართვა, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.”.

15. 1051 მუხლიმე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,5. არანაკლებ 20 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტზე უმაღლეს საბჭოში მომხსენებლად გამოდის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ან საინიციატივო ჯგუფის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად - წამყვანი კომისიის წარმომადგენელი. ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს ან მთავრობის წევრი ან მათი წარმომადგენელი.”.

16. 110-ე მუხლიმე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.”.

17. 1101 მუხლის:

    ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს თანდართული მასალებით და პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავენ კომისიები, ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას. კომისიების მიერ, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლებელია ერთობლივი სხდომის ჩატარება და კომისიების ერთობლივი დასკვნის მომზადებაც.“.

    ბ) მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,5. კომისიებში განხილვის დროს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, პრიორიტეტების დოკუმენტს და მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე.

   6. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია სხვა კომისიების, ფრაქციების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტის და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა დასკვნებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარუდგენს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის შემოსვლიდან არაუგვიანეს სამი კვირისა.

   7. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ, წარმოდგენილი დასკვნების განხილვის შემდეგ მზადდება შენიშვნის ფურცელი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს ეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის პრიორიტეტების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

  8. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაგზავნის შემდგომ, არა უგვიანეს ორი კვირისა, მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს წარმოუდგენს ინფორმაციას წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის განმარტებით.”.

    გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

  ,,81. მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები 2 დღის ვადაში ეგზავნება კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.”.

18. 1102 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,21. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის  მოხსენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე ორი დღით ადრე უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს  პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე”.

19. 1103 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

  ,,11. რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.

  12. უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესწორებულ ვარიანტს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.”.

20. 122-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

  „11. უმაღლესი საბჭო კონტროლს უწევს მთავრობის, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობას, ეფექტიანობას, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტის სრულფასოვნად ამოქმედების ხელის შემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს. უმაღლესი საბჭო საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს უმაღლესი საბჭოს შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით, ნორმატიულ აქტში სათანადო შესწორებების შეტანის რეკომენდაციით (დავალებით).”.

21. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
   ,,მუხლი 130

   პლენარული სხდომის კვირის გარდა, უმაღლესი საბჭოს აპარატში, კომისიების აპარატებში, თანამდებობის პირთა სამდივნოებში, უმაღლესი საბჭოს წევრებთან ორშაბათსა და პარასკევს (თუ ეს არ არის უმაღლესი საბჭოს წევრთა ამომრჩევლებთან ადგილზე შეხვედრების დღე), როგორც წესი, 14 საათიდან 18 საათამდე წარმოებს მოქალაქეთა მიღება. კომისია, თანამდებობის პირი, უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია შეხვდეს მოქალაქეს. იგი პასუხისმგებელია მიღებული განცხადება-საჩივრის შესწავლა-განხილვაზე და სათანადო რეაგირებაზე.“.

22. 134-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1341  და 1342 მუხლები:

  „მუხლი 1341

  უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, დამტკიცებული პირი და ის თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც თანხმობა მისცა უმაღლესმა საბჭომ, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს უმაღლესი საბჭოს, კომისიის, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის სხდომებს, დადგენილ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები, სხვა მასალები და განმარტება მისცეს განსახილველ საკითხზე. ამ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე მოუსმენს უმაღლესი საბჭო.

  მუხლი 1342

  1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მის სფეროში მოქმედი უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას.

  2. უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე რეგულარულად ისმენს შესაბამისი კომისიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებისგან ინფორმაციას მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

  3. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია სესიის სამუშაო გეგმის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს სასესიო კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს იმ ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც უმაღლესმა საბჭომ უნდა მოისმინოს ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ის კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადებაზე.

  4. კომისიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების მოხსენება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო საკანონმდებლო შესწორებების შესახებ, ასევე ნორმატიული აქტის სრულფასოვნად ამოქმედების ხელის შემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ანალიზს.

  5. კომისიის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ შეიძლება მოხსენებით გამოვიდნენ ფრაქციების წარმომადგენლები.

  6. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის შემდეგ უმაღლესი საბჭო საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს უმაღლესი საბჭოს შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით, ნორმატიულ აქტში შესწორებების შეტანის დავალება შესაბამისი კომისიისათვის ან დაისვას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

  7. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს თავის სფეროში მოქმედი სამინისტროს, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ აქტების გამოყენების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას, რეკომენდაციების განხილვის ან მიღებული ზომების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას არა უგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

  8. კომისია კონტროლს უწევს კანონებისა და უმაღლესი საბჭოს დადგენილებების გარდამავალი დებულებებით კომისიის სფეროში შემავალი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულებას დადგენილ ვადაში.

  9. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული დავალებების შესასრულებლად ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ვადას შესაბამის უწყებას კომისია უდგენს. ვადა შეიძლება გაგრძელდეს კომისიისა და შესაბამისი უწყების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი ვადის ნახევარს.“.

23. 1351  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. კომისიების თავმჯდომარეები საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე წარუდგენენ უმაღლეს საბჭოს კომისიების მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშებს ყოველი წლის შედეგების მიხედვით.”.

24. 136-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას ყოველკვარტალურად განიხილავენ კომისიები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მოითხოვონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან. კომისიებში განხილვებს ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას, შედეგები მოხსენდება უმაღლეს საბჭოს და შეიძლება უმაღლესი საბჭოს განხილვის საგანიც გახდეს.“.

25. 137- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის კომისიებში და ფრაქციებში განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია.”.

26. 138-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

  ,,5. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.”.

27. 1381 მუხლის:

  ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს თავის დასკვნასთან ერთად საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია განსახილველად გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

  4. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე,  დადგენილებით, არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, რათა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში.“. 

  ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,7. უმაღლეს საბჭოში საფინანსო საქმიანობას აკონტროლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული ხაზინადართა საბჭოსა და შიდა აუდიტორის მეშვეობით.”.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

27 თებერვალი 2013 წ.

N36-უ.ს.რ.ს.