საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 20 მარტის #2/25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/46
2017 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №2/25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. .„კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2017 წლის 20 მარტის №2/25 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების დანართის რიგითი ნომერი 1-ის ადგილმდებარეობის ველში მითითებული მისამართი ქ.ქუთაისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ.№3 შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „ქ.ქუთაისი, გრ.ორბელიანის ქ.№3“ და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნ. ანთიძე
დანართი
| № | ფოტო | სახელწოდება | ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
| მე-14 საჯარო სკოლა |
| არქიტექტურის, ქალაქთმშენებლო ბის (ურბანული)
| 1952 წელი |