აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42-უ.ს.გ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1381 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი.

2. უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვროს 4 846,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები 4 831,8 ათასი ლარი:

ა.ა) შრომის ანაზღაურება 3 464,0 ათასი ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 15,0 ათასი ლარი.

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნება განისაზღვროს 125 საშტატო ერთეულით.

4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

5. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                     დავით გაბაიძე

 

ჩაქვი  

2017 წლის 18 მაისი

№42-უ.ს.გ.ს