საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016447
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/05/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №18
2017 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებაში. (სავალდებულო სოციალური მეცნიერებები/ მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა ან ჰუმანიტარული მეცნიერებები/ფილოლოგია);
ბ)
სასურველია მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
საჯარო სექტორში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსისკონვენცია), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი I, II, III), „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ)
სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word; MS office Excel, MS office Power Point, MS office Outlook, Google Apps for Business) ცოდნა.
მუხლი 2🔗.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის, აგრეთვე მედიასაშუალებებთან ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი I, II, III), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა;
დ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word - ძალიან კარგად, Excel, Power Point, Outlook, Adobe Acrobat X Pro , Adobe Premiere Pro, Adobe Photoshop, Avid Liquid, Avid Media Composer, Nero, Ashampoo Burning Studio, Format Factory, Xilisoft video converter, Power video converter, Boilsoft Video Splitter, Media info, Fraps , Tune Up Utilities 2014 - კარგად) ცოდნა.
2.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის, აგრეთვე მედიასაშუალებებთან ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი I, II, III), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა;
დ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word - ძალიან კარგად, Excel, Power Point, Outlook, Corel Draw Graphics Suite, Adobe Illustrator , Adobe Premiere Pro, Adobe Potoshop CS, Nero, FileZila - კარგად) ცოდნა.
3.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის მიმართულებით;
ბ)
საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
საჯარო ინფორმაციის გაცემის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
დ)
პროექტების წერისა და მართვის გამოცდილება;
ე)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, MS office Excel, MS office Power Point, MS office Outlook, Google Apps for Business);
ზ)
საქართველოს კონსტიტუცია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი I,II,III), ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა.
მუხლი 3🔗.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ხელოვნების სფეროში, მედიახელოვნების მიმართულებით;
ბ)
სასურველია მუშაობის გამოცდილება;
გ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე)
სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების – Microsoft Office, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, CorelDRAW, Google Apps for Business ცოდნა. სასურველია – Adobe Premier, Adobe Flash, Adobe After Effect და 3D Max პროგრამების ცოდნა;
ვ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი I, II, III), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა.
2.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებში ან სამართლის მიმართულებით;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ)
აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნა;
დ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, MS office Excel, MS office Power Point, MS office Outlook, Google Apps for Business);
ე)
კორესპონდენციის წარმოების გამოცდილება;
ვ)
სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ზ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი I,II,III), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №19 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების ცოდნა.