საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №919
2017 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა) არაუმეტეს 1280 (ერთი ათას ორას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.ბ) არაუმეტეს 25760 (ოცდახუთი ათას შვიდას სამოცი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.გ) არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ა.დ) არაუმეტეს 43650 (ორმოცდასამი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას:
ბ.ა) არაუმეტეს 26950 (ოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ.ბ) არა უმეტეს 9000 (ცხრა ათასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 10.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №919. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023717.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №919, 10.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023717 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3673948/