საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1491
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021903
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1491

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) არაუმეტეს 4 175 (ოთხი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობების (CPV-30213000; 30237000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ბ) არაუმეტეს 5 940 (ხუთი ათას ცხრაას ორმოცი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობების (CPV-30232000; 30237000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.გ) არაუმეტეს 2 328 (ორი ათას სამას ოცდარვა) ლარის ფარგლებში, სხვადასხვა ავეჯის (CPV-39100000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.დ) არაუმეტეს 14 870 (თოთხმეტი ათას რვაას სამოცდაათი) ლარის ფარგლებში, საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ე) არაუმეტეს 9 350 (ცხრა ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ვ) არაუმეტეს 18 115 (თვრამეტი ათას ას თხუთმეტი) ლარის ფარგლებში, ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურის (CPV-32320000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 7 330 (შვიდი ათას სამას ოცდაათი) ლარის ფარგლებში, კონდიციონერების (CPV-42512000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს – არაუმეტეს 5 900 (ხუთი ათას ცხრაასი) ლარის ფარგლებში, ვენტილატორების (CPV-39720000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას:

დ.ა) არაუმეტეს 33 135 (ოცდაცამეტი ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში, კონდიციონერების (CPV-42512000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

დ.ბ) არაუმეტეს 7 520 (შვიდი ათას ხუთას ოცი) ლარის ფარგლებში, მაცივრების (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ე) სსიპ – „112“-ს:

ე.ა) არაუმეტეს 76 760 (სამოცდათექვსმეტი ათას შვიდას სამოცი) ლარის ფარგლებში, ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურის (CPV-32323000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;

ე.ბ) არაუმეტეს 97 860 (ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას რვაას სამოცი) ლარის ფარგლებში, სხვადასხვა ავეჯის (CPV-39100000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 21.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1491. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021903.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1491, 21.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021903 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3361814/